საქსტატი - ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა ოქტომბერში 1,4 პროცენტი შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლიდან ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.
საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 1.4 პროცენტი შეადგინა, რაც 1.1 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.3-პროცენტიან ინფლაციაზე.
ცალკეულ კომპონენტებს რაც შეეხება, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 0.9%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 3.3%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 0.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – -3.2%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -1.8%; ჯანმრთელობის დაცვა – 1.2%; ტრანსპორტი – -0.7%; კავშირგაბმულობა, – -12.4%; დასვენება, გართობა და კულტურა – 1.8%; განათლება – 5.3%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 9.6%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 5.4%.