საქსტატი - ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, მარტში ინფლაცია 5.2 პროცენტი იყო
საქსტატი - ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, მარტში ინფლაცია 5.2 პროცენტი იყო

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის მარტში ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.3-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 11.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 7.2%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 4.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 10.0%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 6.8%; ჯანმრთელობის დაცვა – -9.3%; ტრანსპორტი – -8.7%; კავშირგაბმულობა – -3.5%; დასვენება, გართობა და კულტურა – 4.2%; განათლება – 6.8%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 11.7%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.5%.