საქსტატი - ცხრა თვეში ექსპორტი 12 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 პროცენტით შემცირდა
ცხრა თვეში ექსპორტი 12 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 2.4 მილიარდი დოლარი იყო (12.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5.7 მილიარდი დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3.3 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.