საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების კლებამ იქონია გავლენა.

საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -12.6 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -7.9 პროცენტით გაიაფდა, პური და პურპროდუქტები კი – -7.6 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასებმა -4.5 პროცენტით დაიკლო. ფასებმა -1.5 პროცენტით დაიკლო შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე.

ამასთან, ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე 37.9 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 4.3 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 3.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 2.6 პროცენტით.

კვებასა და სხვა სხვა პროდუქტებზე ფასებმა 2.4 პროცენტით მოიმატა, ხოლო თევზეული 0.8 პროცენტით გაძვირდა.