სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6-პროცენტიანი შემცირებით, რამაც -0.4 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში, თუმცა, უწყების მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა.
ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.2-პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.27 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.