საქსტატი - 2024 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი – 9.8 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
ხოლო, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.