საქსტატი - 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.0 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა – 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში 83.9 პროცენტით შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე 83.5 პროცენტითაა შემცირებული ტვირთბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 041.4 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 27.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა საანგარიშო პერიოდში მიიღო 1 002.5 ათასი მგზავრი, რაც 28.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 038.9 ათასი მგზავრი, რაც 26.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შებამის პერიოდს.
2023 წლის მესა კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.1 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 8.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 19.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.8 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი – გაგზავნილი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.