საქსტატი - 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების გადამუშავება შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4191 გემი, რომელთა 32.9 პროცენტი გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდია, 28.9 პროცენტი – კონტეინერმზიდი, 28.4 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი, 23.8 პროცენტით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.0 პროცენტი – ლიბერიის, 15.0 პროცენტი – პანამის, 7.6 პროცენტი – მალტის, 6.0 პროცენტი – ვანუატუს, 4.3 პროცენტი – ბარბადოსის, 4.1 პროცენტი – ბულგარეთის, ხოლო 30.5 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3548.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5 პროცენტი – თხევადი ტვირთი, 26.9 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 3.1-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი მცირედით აღემატება შემოსული მგზავრების წილს და 50.8 პროცენტს შეადგენს.