2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, ერთწლიან პერიოდში ბოსტნეული და ბაღჩეული 26.0 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 23.8 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელები – 22.0 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 19.5 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 18.3 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.7 პროცენტით, თევზეული – 13.6 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 10.1 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.1 პროცენტით, ხილი – 6.9 პროცენტით.