საქსტატი - 2022 წელს საქართველოში შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებების შემთხვევებმა იმატა
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებების შემთხვევებმა იმატა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 16.4 პროცენტით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779 ერთეულით განისაზღვრა. 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, 2022 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 3.5 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (4 318 კაცი).