საქსტატი - 2022 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 25.3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2022 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 25.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენენ.

ამასთან, 2022 წელს იმიგრანტების – 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.