საქსტატი - 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან თხილის ექსპორტი 107.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 158.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.2 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.8 პროცენტია, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 43.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, 107.0 პროცენტითაა გაზრდილი თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი და 3.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 35.3 პროცენტით, 2.5 მლნ აშშ. დოლარამდე გაიზარდა ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტი 5.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 13.6 პროცენტით.