საქსტატი - 2021 წელს საქართველოში ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება საწარმოთა მხოლოდ 5.4 პროცენტმა დანერგა
საქსტატი - 2021 წელს საქართველოში ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება საწარმოთა მხოლოდ 5.4 პროცენტმა დანერგა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს საწარმოთა 6.4 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც ამ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 5.4 პროცენტი იყო.

საქსტატის ცნობით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული. სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 60.6 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 39.4 პროცენტისთვის – ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენდა.

„საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 79.7 პროცენტი შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 20.6 პროცენტი – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად.

ამასთან, გამოკვლევის შეგედების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხს უპირატესობა საწარმოთა 43.1 პროცენტმა მიანიჭა, ხოლო საწარმოთა 32.3 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე.

ბიზნესგარემოს შეფასებისას ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც კლიენტების დაკარგვას იწვევს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 0.9 პროცენტმა იყიდა ან მიიღო ლიცენზია პატენტზე ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე (IPR), რომლის 50.8 პროცენტი შეძენილ ან მიღებულ იქნა მხოლოდ კერძო ბიზნეს საწარმოებისგან ან ფიზიკური პირებისგან.

კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენის შეფასებისას, საწარმოთა 41.5 პროცენტმა მაღალი მნიშვნელოვნება მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს ხარჯების ან ფასების ზრდას ნედლეულზე“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.