საქსტატი - 2021 წელს ქვეყნის რეალური მშპ-ს ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - 2021 წელს ქვეყნის რეალური მშპ-ს ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60 231.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 22.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; 16.6 პროცენტიანი წილით ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და 11.7 პროცენტიანი წილით დამამუშავებელი მრეწველობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები -10.2 პროცენტით, მშენებლობა – 8.0 პროცენტით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 7.0 პროცენტით, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.5 პროცენტით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.2 პროცენტით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.2 პროცენტით, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 4.8 პროცენტით.

ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (19.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (43.1 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (28.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (23.5 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.0 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (29.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (33.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (23.9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (13.5 პროცენტი).

კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-21.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-1.4 პროცენტი), განათლება (-2.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-0.9 პროცენტი).

გაიზარდა ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და დოლარში 5 015.3 აშშ. დოლარი, ხოლო ლარებში 16 154.1 ლარი შეადგინა.