საქსტატი - 2020 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 337 ადამიანი ემსხვერპლა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 337 ადამიანი ემსხვერპლა. სულ, ქვეყანაში 3 707 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 104 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 004 ადამიანი.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში 11 196 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 45 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 144-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 354 შენობა-ნაგებობა განადგურდა.