საქსტატი - 2020 წლის მესამე კვარტალში სამშენებლო მასალებზე ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 4.2 პროცენტით გაიზარდა.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6-პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.