საქსტატი - 2020 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21.3 პროცენტი იმყოფებოდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა.
საქსტატის ინფორმაციით, სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 27.5 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 17.1 პროცენტი.
ამასთან, უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 1.8 პროცენტით არის გაზრდილი. 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი ცხოვრობდა.
აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი საჭირო აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.