საქსტატი - 2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,9 მლნ. ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,9 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 75,1 პროცენტს შეადგენს, ხოლო 24,9 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.
საქსტატის ცნობით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 60,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 80,6 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 19,4 პროცენტი – ადგილობრივ გზავნილებზე.
ამასთან, უწყების მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 25,6 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 60,1 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 39,9 პროცენტი – ადგილობრივი გზავნილებია.
საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2020 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 350.1 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 3 389.4 ათასი ამანათი. 2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4,3 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 1 156 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.