საქსტატი - 2019 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 238.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მლნ. აშშ დოლარი (1.1 პროცენტით ნაკლები).
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.