საქსტატი - 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 18,6%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 8,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2018 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 47,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,4% – საშუალო, ხოლო 31,1% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,5%, საშუალოზე – 24,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31,6%.