საქსტატი - 2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა
საქსტატი - 2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა

2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა: რძე, ყველი და კვერცხი (-6,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,1 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,0 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1,7 პროცენტი), ასევე თევზეულზე (1,5 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 1,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები ასევე გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,2 პროცენტი).