საქსტატი - 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა.

დეკემბერში და მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 4.7% იყო.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.

2017 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 პროცენტს შეადგენდა.