საქსტატი - 1994-2014 წლებში მოსახლეობის რაოდენობა არასწორად იყო დათვლილი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 1994-2014 წლების ძირითადი დემოგრაფიული გადაანგარიშების მიხედვით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა არასწორად იყო დათვლილი.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 3 მილიონ 700 ათასს შეადგენდა, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი ქვეყანაში 4 მილიონ 300 ათასი ადამიანი ფიქსირდებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, რიცხვებს შორის დიდი განსხვავების გამო დადგინდა, რომ 2014 წლამდე მიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რიცხვი არასწორად ითვლებოდა.
საქსტატის ინფორმაციით, 1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. ამ პერიოდში კლება განიცადა, როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითად დაკავშირებულია ემიგრაციასთან. მოსახლეობის რაოდენობის ბოლო დაანგარიშებაში საერთაშორისო ექსპერტები და გაერო-ს ფონდის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.