საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი 3 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.
„გაცნობებთ, რომ საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის არა ერთი შემთხვევისა და მოცემულ დროს მისი ხალხმრავალ ადგილას გავრცელების მაღალის რისკის საფუძველზე, სტუმრების და არტისტების უსაფრთხოების გამო, ჯიმი საქსის შოუ გადაიდო და იგი ჩატარდება 2020 წლის 3 მაისს. ვადასტურებთ, რომ ღონისძიების ადგილმდებარეობა, არტისტების ვინაობა და ბილეთის საფასური რჩება უცვლელი“- ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
რაც შეეხება ბილეთებს, ვისთვისაც ახალი თარიღი მიუღებელი იქნება, საორგანიზაციო ჯგუფი მზადაა, თანხა უკან დაუბრუნდეს, სხვა შემთხვევაში, შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება.
„იმ ადამიანებს, ვისაც ბილეთი უკვე ნაყიდი აქვთ და ვისთვისაც ახალი თარიღი არის მიუღებელი, ბილეთის საფასური დაუბრუნდებათ. თანხის დაბრუნება დაიწყება ორშაბათს, 2 მარტს და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯიმი საქსის კონცერტი 8 მარტს იყო დაგეგმილი. თბილისში კორონავირუსის გამოვლენის გამო ღონისძების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა გუშინ გაავრცელეს.