საქორწინო რიტუალში მხოლოდ 10 კაცის მონაწილეობა იქნება დაშვებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა ათ კაცს არ უნდა აღემატებოდეს.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. აღნიშნული ე.წ. სოციალური ღონისძიებები ხვალიდან როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში აიკრძალება.