საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი - თურქეთი
საქართველოდან 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა.
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (454.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (444.6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (353.9 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 448.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (868.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (785.3 მლნ. აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 633.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 322.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (982.4 მლნ. აშშ დოლარი).