საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი
საქართველოდან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა.
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულია რუსეთი – 409.8 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, აზერბაიჯანი – 400.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი და სომხეთი 310.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი.
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 300.3 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი – 774.2 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი – 721.2 მლნ. აშშ დოლარი.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 პროცენტზეა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 1 469.8 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი – 1 184.0 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი – 871.8 მლნ. აშშ დოლარი.