საქართველოში ბოლო წლებში რძის იმპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
საქართველოს პირველი არხისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს რძისა (შეუსქელებელი) და ნაღების იმპორტმა 3,877 ათასი ტონა შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 4,337 მილიონი დოლარია; 2018 წელს – 5,278 ათასი ტონა, ღირებულება 5,583 მილიონი დოლარი. 2019 წელს კი, საქართველოში 7,533 ათასი ტონა რძისა და ნაღების იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულება ჯამში 8,322 მილიონი დოლარია.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოცულობით რძის (შეუსქელებელი) იმპორტი საქართველოში უკრაინიდან ხორციელდება. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 3,604 ათასი ტონა რძე შემოვიდა, საერთო ღირებულებით 3,487 მილიონი დოლარი; მეორე ადგილზე კი, ამ მხრივ ირანია – 1,225 ათასი ტონა, საერთო ღირებულებით 1,705 მილიონი დოლარი.
გარდა ამ ქვეყნებისა, საქართველოში რძისა და ნაღების იმპორტი ხორციელდება თურქეთიდან – 515 ათასი ტონა (2019 წელი), რუსეთიდან – 487 ათასი ტონა, ბელარუსი – 414 ათასი ტონა, იტალია 403 ათასი ტონა და სხვა.