ეროვნული საშენი მეურნეობის ბაზაზე ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდება.
რეორგანიზაციის მიზნით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა.
ახალი სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა. სამინისტრომ ახალი სააგენტოს დებულებაც უნდა შეიმუშავოს.
მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაცია პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.