საქართველოში ვატიკანის საელჩო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოში ვატიკანის საელჩო სამძიმარს გამოთქვამს შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო.
„სამოციქულო ნუნცია და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დეკანი მწუხარებას და სამძიმარს გამოთქვამენ შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო. ჩვენ ლოცვას აღვავლენთ გარდაცვლილებისთვის, დაშავებულებისთვის და 35 დაკარგულის გადასარჩენად“, – ნათქვამია ვატიკანის საელჩოს განცხადებაში.