საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების ქსელი შეიქმნა
საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების ქსელი შეიქმნა

საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების ქსელი შეიქმნა.

ქსელში ამ დროისთვის, 11 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარების მიღებას გაუადვილებს ახალი ვებპორტალი free.mylaw.ge, რომლის პრეზენტაციაც იურიდიული დახმარების სამსახურმა დღეს გამართა.

„იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის მიზანია, გაუადვილოს საქართველოს მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარების მიღება და ხელი შეუწყოს ამ მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობას და კოორდინირებას”, – განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა მელიტონ ბენიძემ.

პორტალი და ქსელი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა.