გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
„15-18 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.