საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებას 9 დეკემბრიდან ვარაუდობენ. როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა,  დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 13-15 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 4-9 გრადუსი.

 

„ამაღამ დასავლეთ საქართველოში გვიან ღამემდე იქნება ნალექი და საღამოდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა შემცირდება. ხვალ, დღისით დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთში ზოგან მცირე ნალექი ხვალაც შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა უკვე ხვალიდან მოიმატებს და დასავლეთ საქართველოში 13-15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ხვალ, დღისით 4-9 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

10 დეკემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მცირე ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 12-17 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთში 5-10 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისში.

11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველგან იწვიმებს, აღმოსავლეთში ზოგან წვიმა, მთაში თოვლი და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა იქნება 9-10 გრადუსი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, 12 დეკემბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.