საქართველოში თურქეთის ელჩი ბექა ოდიშარიას დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილით მიმართავს
საქართველოში თურქეთის ელჩი ბექა ოდიშარიას დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილით მიმართავს

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ალი ქაან ორბაიმ ​თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიას, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა.

ელჩი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და საქართველოს პარლამენტს.

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გუშინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.