საქართველოში თურქეთის ელჩი​ - კორონავირუსის გამო რასისტული შეხედულებების წინააღმდეგი ვართ
საქართველოში თურქეთის ელჩი​ - კორონავირუსის გამო რასისტული შეხედულებების წინააღმდეგი ვართ

ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, თვითმფრინავმა ჩინეთიდან თურქეთში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ალბანეთის რამდენიმე მოქალაქე გადაიყვანა. ფათმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ევაკურიებულები კვლავაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ამასთან, მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე კორონავისურის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, წინააღმდეგია რასისტული შეხედულებების, რომელმაც შეიძლება საზოგადოება მტრულად განაწყოს იმ შემთხევაში, თუკი კორონავირუსის მატარებელი თურქეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეები. ისინი თვითმფრინავმა ჩინეთიდან ჩამოიყვანა თურქეთში და ახლა არიან კარანტინში. ამჟამინდელი მონაცემებით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი კვლავაც არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, შემოწმდა მათი ბარგი.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა, წინააღმდეგი ვართ რასისტული შეხედულებებისა, რომლებმაც შეიძლება, საზოგადოება მტრულად განაწყოს იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდება თურქეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.