საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
უწყების ცნობით, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 25 სექტემბერს, დღის ბოლომდე. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.
28 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 26 – 27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.
„თბილისში 24 – 26 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 27 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 – 25 სექტემბერს +27, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 26 – 27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.