საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ოქტომბერში გაიმართება, ხოლო მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება.
ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მემორანდუმი ფორმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „სიბისი“-სა („კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯია“) და დანიურ ორგანიზაცია CB Foundation-ს შორის. მემორანდუმზე ხელმოწერას დაესწრებიან სტუდენტები და სტარტაპების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს.