საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვრის საახალწლო მილოცვა [ვიდეო]

საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.​

„ჩვენ, ქრისტიანები ბედნიერი ვართ, რადგან ვართ ჭეშმარიტი ღმერთის ძის მიმდევრები, რომელიც ჩვენი ხსნისათვის განხორციელდა და ადამიანად მოევლინა დედამიწას. მშვიდობა, სიყვარული და ერთსულოვნება უბოძა ჩვენს სულებს. დაე, ხორცშესხმულმა ღმერთმა სიყვარულსა და სიმშვიდეში ამყოფოს სრულიად საქართველო“, – ამბობს საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი საახალწლო მილოცვაში.