მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ორ სოფელს დასახელება შეეცვალა.
მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშს, ალერტკარი ეწოდა. სახელწოდება შეეცვალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოსაც და მას ხინოწმინდა დაერქვა.
მთავრობის დადგენილება ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.