საქართველოში შვეიცარიის ელჩი - ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და სწორედ ამიტომ ვართ ძალიან აქტიურები
ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და სწორედ ამიტომ ვართ ძალიან აქტიურები, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა, შვეიცარიის საელჩოს გახსნის შემდეგ განაცხადა.
შვეიცარიელი დიპლომატის თქმით, საელჩოს გახსნა არის ნიშანი, რომ შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს.
„შვეიცარიის საელჩოს გახსნა არის საქართველოსა და შვეიცარიას შორის შესანიშნავი თანამშრომლობის აშკარა ნიშანი. ეს არის ასევე შვეიცარიის ინოვაციის ნიშანი და იმის დადასტურება, რომ შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და სწორედ ამიტომ ვართ ძალიან აქტიურები. ვაქტიურობთ ჩვენი ოფისებით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში. ასევე აქტიურები ვართ თანამშრომლობის პროგრამაში. ჩვენ ყოველწლიურად 12 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირებას ვახდენთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ტრენინგებში, ქალთა გაძლიერების კუთხით და დეცენტრალიაციაში. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. ამჟამად საქართველოში 35 შვეიცარიული კომპანია მუშაობს. წელს ორმხრივი ვაჭრობა 19 პროცენტით არის გაზრდილი“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.