საქართველოში შვეიცარიის ელჩი - ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სწრაფად გაიხსნას
ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას. საქართველოს მთავრობაც ცდილობს პრაგმატული ნაბიჯები გადადგას და დაგვეხმაროს, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის შეფასებით, საქართვველო სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კორონავირუსს კარგად გაუმკლავდა.
„რა თქმა უნდა კორონავირუსმა ეკონომიკასა და ბიზნესზე ნეგატიური გავლენა მოახდინა მთელს მსოფლიოში, რომელსაც ფინანსურ კრიზისამდე მივყავართ. ყველა ქვეყნის პრობლემაა კორონავირუსის შედეგები. ისეთ ქვეყნებს, როგორიც შვეცარია და საქართველოა აქვთ შესაძლებლობა კორონავირუსის შედეგად უფრო გაძლიერდნენ და მოიზიდონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. საქართვველო სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კორონავირუსს კარგად გაუმკლავდა. ტესტირების ახალი რეჟიმი პოზიტიური ნაბიჯია და შესაძლებელობას აძლევს შვეიცარიელ ბიზნესმენებს ჩამივიდნენ საქართველოში. ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას. საქართველოს მთავრობაც ცდილობს პრაგმატული ნაბიჯები გადადგას და დაგვეხმაროს“, – განაცხადა ელჩმა.