საქართველოში შვედეთის საელჩო - სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს გლოვის დროს და ვუსამძიმრებთ შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს
შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გლოვის დროს და უსამძიმრებს შოვში დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებაში.
„შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გლოვის დროს და გულწრფელად უსამძიმრებს რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას. ვიმედოვნებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.