საქართველოში შვედეთის საელჩო - მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია
ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში.
„შვედეთი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს ყველა სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“, – შვედეთის საელჩო საქართველოში.