საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებლები 2018 წლის 6 თვეში რუსეთი, რუმინეთი და თურქმენეთი არიან
საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებლები 2018 წლის 6 თვეში რუსეთი, რუმინეთი და თურქმენეთი არიან

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 13,2 ათასი ტონით ნაკლებია მაისის მაჩვენებელთან შედარებით და 1,9 ათასი ტონით მეტია გასული წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.

ბენზინის საწვავის იმპორტმა 2018 წლის ივნისში 48,1 ათასი ტონა (მატება 5,0 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 38,8 ათასი ტონა (კლება 18,2 ათასი ტონით) შეადგინა.

სულ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 516,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 60 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 256,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 260,1 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის ივნისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 21,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 19,2 ათასი ტონით (22,1%); ბულგარეთი – 17,9 ათასი ტონით (20,6%); რუსეთი – 16,6 ათასი ტონოთ (19,1%), აზერბაიჯანი – 6,3 ათასი ტონით (7,2%), საბერძნეთი – 5,8 ათასი ტონით (6,7%);

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 143,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 128,3 ათასი ტონა (24,8%); თურქმენეთი – 91,8 ათასი ტონა (17,8%); აზერბაიჯანი – 73,7 ათასი ტონა (14,3%), ბულგარეთი – 51,1 ათასი ტონა (9,9%); საბერძნეთი – 28,2 ათასი ტონა (5,4%).