საქართველოში სამოქალაქო განათლების თემაზე პირველი ელექტრონული ოლიმპიადა ჩატარდა
საქართველოში სამოქალაქო განათლების თემაზე პირველი ელექტრონული ოლიმპიადა ჩატარდა. ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულთა ათეულში არიან თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გურიისა და აჭარის სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეები.
ელექტრონული ოლიმპიადის მიზანია, სკოლის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივად ხელმისაწვდომი და აღქმადი გახდეს ის საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით და გაზარდოს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების შესწავლის ინტერესი.
civiceducation.ge-ს ოლიმპიადა ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.