საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი ბიძგები ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ მართგაჯინაში თბილისის დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერიდან რვა კილომეტრში, სოფელ დრბოსთან დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.