საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დავით ზალკალიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პასკალ მენიესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
მინისტრმა ფრანგ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.