პასკალ მენიე - ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოვუწოდებთ ყველას, ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა საქართველოს ისტორიისა და მშვიდობიანი მომავლის წინაშე
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყველას მოუწოდებენ, ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა საქართველოს მშვიდობიანი მომავლის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„როგორც საქართველოს ჭეშმარიტი და გულწრფელი მეგობრები, ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოვუწოდებთ ყველას, რომ ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა ამ შესანიშნავი ქვეყნის ისტორიისა და მშვიდობიანი მომავლის წინაშე“, – აცხადებს პასკალ მენიე.