საქართველოში საფრანგეთის ელჩი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან ერთი დასკვნაა, საქართველოს ლიდერები ქვეყანას ევროკავშირს აშორებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან ერთი დასკვნაა: საქართველოს ლიდერები ქვეყანას ევროკავშირს აშორებენ, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ელჩის თქმით, ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად საჭიროა ძალისხმევა.
„გუშინ მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა საქართველოზე ევროპის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ. ერთი დასკვნა: საქართველოს ლიდერები ევროკავშირს აშორებენ საქართველოს. საჭიროა ძალისხმევა ქართველი ხალხის მისწრაფებებისა და საქართველოს გაცხადებული მიზნის განსახორციელებლად ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით“, – აცხადებს შერაზ გასრი.