საქართველოში, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებაზე შეზღუდვა იხსნება, ავტომობილებით გადაადგილებისას ეს შეზღუდვა ძალაში რჩება
საქართველოში, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებაზე შეზღუდვა იხსნება, ავტომობილებით გადაადგილებისას ეს შეზღუდვა ძალაში რჩება

18 მაისიდან, საქართველოში როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ავტროტრანსპორტით გადაადგილების დროს აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამი ადამიანის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობით.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს ძალზე მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ, ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსნეებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები, ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძილაში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.